ფეხბურთი

0:57 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია შვეიცარიის სუპერლიგის ტურის სიმბოლურში - ზედიზედ მეორედ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია შვეიცარიის სუპერლიგის XXIV ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელის გარჯა გამოცემა Blick-მა გამოარჩია.

აღსანიშნავია, რომ გვილია უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურის საუკეთესო თერთმეტეულში. რაც შეეხება კონკრეტულად 24-ე ტურს, “ლუცერნი” სტუმრად “სიონს” (1:1) დაუზავდა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა – საგოლე გადაცემა გააკეთა VIDEO.

აქვე, გარდა ზემოხსენებული გამოცემისა, ტურის სიმბოლურში ვაკო ზედიზედ ორჯერ welovefootball-ის ვერსიითაც მოხვდა.

შეგახსენებთ, ვაკო გვილია “ლუცერნში” იანვარში გადავიდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134826