ფეხბურთი

20:40 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რუსთავი” – მოგებით დაბრუნება

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა “რუსთავმა” თბილისის “დინამოს” მოუგო და ჩანს, მართლაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება ჩემპიონატში. 1:2 – ვლადიმირ გაზაევის გუნდმა მასპინძლებს აჯობა.

“დინამოს” ჰქონდა სათამაშო უპირატესობა, თუმცა უმნიშვნელო. თამაში სანახაობრივი არ იყო და არც მეორე ტაიმში შეცვლილა სურათი. ეგაა, მეორე ნახევარში გოლები გავიდა.

67-ე წუთი, მათე კვირკვიას გამოზომილი ჩაწოდება და გეორგი გაბულოვმა თავით შეაგდო – 0:1.

შეხვედრის მიწურულს კი მსაჯმა კიკაჩეიშვილმა ორჯერ დანიშნა პენალტი: ჯერ რუსთაველთა, მერე კი დინამოელთა კარში. ბუდუ ზივზივაძემ გაათანაბრა – 1:1. ორ წუთში კი ექს-დინამოელმა ბექა მიქელთაძემ 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და სტუმრებმა მოიგეს.

დინამო (თბილისი) – რუსთავი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 გაბულოვი (67), 1:1 ზივზივაძე (84 პენ), 1:2 მიქელთაძე (86 პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120002