ფეხბურთი

4:03 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: ჩემპიონთა ლიგის ზონაში ცხელა

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში რამდენადაც მკვდარია საჩემპიონო ინტრიგა, იმდენად ცოცხალია ჩემპიონთა ლიგის ინტრიგა. სამი ვაკანტური ადგილი და 5 გუნდი იბრძვის (შეიძლება რაოდენობა გაიზარდოს კიდეც). მოკლედ, ისე მოსჩანს, რომ ბოლო ტურამდე თითქმის არაფერი იქნება ამ მხრივ გარკვეული და ვისაც ნერვები და გამძლეობა აღმოაჩნდება, ის მიიღებს ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის ბილეთს.

ტურის ცენტრალური მატჩი “რედ ბულ არენაზე” შედგა. “ლაიფციგმა” უშუალო კონკურენტი “დორტმუნდი” მიიღო და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, უშეღავათო ბრძოლაც გაჩაღდა. გუნდებმა გოლები პირველი ტაიმში გაცვალეს და მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. ჯერ ჟან-კევინ ოგუსტინმა გაიტანა, როდესაც სტუმართა დაცვა შეცდა, ხოლო ანგარიში მალევე მარკო როისმა გაათანაბრა. ფრე უფრო მეტად “ბორუსიას” წისქვილზე ასხამდა წყალს, ვინაიდან “ლაიფციგი” მეექვსე ადგილზეა და ოთხეულთანაც შესაბამისად, ყველაზე მეტადაა მოშორებული.

მეორე ადგილზე აღზევდა “შალკე”, რომელმაც შინ მძიმე, მაგრამ რაც მთავარია 3 ქულა მოიპოვა. გელზენკირხენელებმა ბერლინის “ჰერტას” არ დაანებეს გამარჯვება. “ხუმარებს” მოსაგებად “იუვენტუსიდან” ნათხოვარი მარკო პიაცას კინკილა გოლიც ეყოთ.

ასეთივე ანგარიშით მოიგო და ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა ფრანკფურტის “აინტრახტმა”, რომელმაც “ჰანოვერი დაამარცხა საკუთარ მოედანზე. ლევერკუზენის “ბაიერმა” კი, რთულ დღეში მყოფი “ვოლფსბურგი” მისსავე მოედანზე დატოვა უშანსოდ. ჩემპიონთა ლიგის ზონაში ამჟამად არ არიან, მაგრამ “ფარმაცევტებსაც” სერიოზული პრეტენზია აქვთ გამოთქმული ოთხეულზე. ისე, არც “ჰოფენჰაიმისა” და “გლადბახის” ჩამოწერაც შეიძლება, რომლებიც შორი-ახლოს ტრიალებენ. “სოფლელებმა” ამჯერზე სტუმრად “აუგსბურგი” დაამარცხეს ადვილად.

“ჰამბურგს” გავარდნისგან რა იხსნის, კაცმა არ იცის. ჩრდილოელებმა სახლში უშუალო კონკურენტ “მაინც” ვერაფერი დააკლეს და უგოლოდ გაიყარნენ. ისე, სახარბიელო სიტუაცია არც მაინცელების თავსაა, მაგრამ “ჰამბურგივით” განწირული ნამდვილად არ მოსჩანს.

“აუგსბურგი” – “ჰოფენჰაიმი” 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კრამარიჩი (30), 0:2 გნაბრი (50)

“აინტრახტი” – “ჰანოვერი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 და კოსტა (39)

“ჰამბურგი” – “მაინცი” 0:0 (0:0)

“შალკე” – “ჰერტა” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პიაცა (37)

“ვოლფსბურგი” – “ლევერკუზენი” 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ალარიო (31, პენ), 0:2 ბრანდტი (78), 1:2 მეჰმედი (79)

“ლაიფციგი” – “დორტმუნდი” 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ოგუსტინი (29), 1:1 როისი (38)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135821