კალათბურთი

16:16 | 3.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის საუკეთესო კალათბურთელია (+VIDEO)

“სასკი ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის 24-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა (MVP). ჩვენებურს ხსენებულ ტურში მარგი ქმედების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აღმოაჩნდა (28) და შესაბამისად, საუკეთესოს წოდებაც მოიპოვა.

თორნიკემ მცირედი აჯობა ნანდო დე კოლოს (27) და ენტონი გილს (26). შენგელიამ 24-ე ტურში რუსულ “ხიმკისთან” ორმაგი დუბლი გაიფორმა: 15 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.

თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონში ევროლიგის ტურის საუკეთესო კალათბურთელი მეორედ გახდა. აქვე გეტყვით, რომ ქართველი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში გამორჩეულ სეზონს ატარებს, ხოლო მოხსნების მხრივ ლიგაში ბადალი არ ჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113744