კალათბურთი

10:30 | 3.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას მწირი დრო და "უორიორზის" გამარჯვება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგურალური სეზონში მორიგი შეხვედრა მოიგო “ოლდენ სტეიტ უორიორზმა”. “მეომრებმა სტუმრად “ატლანტა” ჰოუქსს” სძლიეს 114:109.

როგორც ბოლო დროს დავეჩვიეთ, ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში არც ამჯერად ყოფილა ზაზა ფაჩულია. ქართველ ცენტრს უკანასკნელ პერიოდში სათამაშო დრო სამწუხაროდ მკვეთრად შეუმცირდა. ზაზამ პარკეტზე ოდენ 9 წუთი დაჰყო და ხსენებულ დროში გუნდს 2 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით შეეწია. ფაჩულიამ ერთადერთი ორქულიანი ისროლა და ისიც ჩააგდო.

“უორიორზის” რიგებში საუკეთესოები სტეფ კარი და კევინ დურანი იყვნენ. ორივემ 28-28 ქულა ჩააგდო, მაგრამ კარიმ ეს 23 წუთში გააკეთა, ხოლო კევინმა 35 წუთში. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში კარიმ ტრავმა მიიღო, ფაჩულიასთან შეჯახებისას შედეგად... თუმცა, ამჯერად ქართველი ნამდვილად არ ყოფილა დამნაშავე, რადგან სტეფი თავად დაეჯახა მოძრაობაში მყოფი.

“გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციაში ისევ მეორე ასგილზე იმყოფება 49 მოგებითა და 14 წაგებით, ხოლო ლიდერი “ჰიუსტონ როკეტსია”. სტივენ კერის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მარტს, საკუთარ მოედანზე “ბრუკლინ ნეტსთან” გამართავს.

0.116582