სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:50 | 3.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: ჩავისუნთქოთ, დიდებული ტური გველოდება...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ში ისეთი უიქ-ენდია ბარე-ორს რომ შეშურდებოდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ტურისთვის სამი სუპერმატჩი მეტისმეტიც კი არის, მაგრამ გულშემატკივარი ამაზე კარგს აბა რას ინატრებდა...

ყველაფერი კი, რომიდან დაიწყება. „ლაციო“ ის გუნდია, რომელმაც „იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ დაამარცხა. ტურინულ გუნდს ბოლო წლებში რომაელებთან თამაში არ უჭირდა (სერია A-ს ეგიდით "იუვენტუსს" რომში ბოლოს 2003 აქვს წაგებული), მაგრამ წელს ფეხი დაუცდა და... ისე, ერთ სეზონში ორჯერ „იუვეს“ დამარცხება სახუმარო საქმე სულაც არაა. „ლაციომ“ ჯერ აგვისტოში აჯობა მეტოქეს და იტალიის სუპერთასი ცხვირწინ ააცალა. მაშინ, მასპინძლები 2:0 იგებდნენ, ბოლ ათ წუთში „იუვენტუსმა“ გაათანაბრა, მაგრამ მსაჯის კომპენსირებულ დროში სიმონე ინძაგის გუნდმა სატიტულო გოლი შეაგდო.

აი, საჩემპიონატო შეხვედრა კი ტურინში შედგა, გამარჯვებული უცვლელი დარჩა - „ლაციო“. „არწივებმა“ პიემონტის დედაქალაქში ტაიმი წააგეს, მაგრამ მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და ეს „იუვენტუსის“ ერთადერთი მარცხია მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე. დღეს გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან. ტურინელებს ჩემპიონობა სურთ, რომაელებს ოთხეულში მოხვედრა.

„ლაციოს“ იტალიის თასის ფინალში 120 წუთიანი ბრძოლა გადახდა თავს „მილანთან“ და ხასიათიც წაუხდა, ხოლო „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი ელოდება. მოკლედ, ორივე გუნდს კალენდარი რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო და სასიამოვნო არ აქვს.

„ლაციო“ საკადრო პრობლემებს არ უჩივის, მაგრამ „იუვენტუსს“ მთელი რიგი მოთამაშეები აკლია და მათ შორის ფედერიკო ბერნარდესკი, ხუან კუადრადო, მატია დე შილიო და გონსალო იგუაინი. თუმც, სიმონე ინძაგი მეტოქეს მაინც უფრთხის:

„იუვენტუსი“ დიდი გუნდია, იტალიაში უდაოდ საუკეთესო. იგუაინი არ იქნება, მაგრამ იქნება დიბალა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ წელს ორჯერ უკვე დავამრცხეთ „იუვე“ და მესამედ თუ გვინდა იგივე გავაკეთოთ ბრწყინვალე შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. მე „იუვენტუსის“ მწვრთნელად? რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ასეთ გუნდს მიკავშირებენ, მაგრამ ახლა იქ იტალიის საუკეთესო მწვრთნელი, ალეგრი მუშაობს“, - ინძაგი.

„ლაციო“ ფიზიკურად და ტექნიკურად დიდებული გუნდია. რომაელებმა უდიდესი პროგრესი განიცადეს და ეს ინძაგის დამსახურებაა, რომელიც შესანიშნავი სპეციალისტია. დიბალა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. „ტოტენჰემთან“ მატჩზე ჯერ არ ვფიქრობთ, იქამდე 5 დღეა და დრო გვაქვს, ხოლო ახლა მთავარი „ოლიმპიკოზე“ დადებითი შედეგის მიღწევაა. „იუვენტუსიდან“ წავიდე? - კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს და ეს ყველაფერზე მეტყველებს. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ გუნდი დავტოვო. კატასტროფა თუ არ შემემთხვა, „იუვენტუსში“ მუშაობას გავაგრძელებ“, - ალეგრი.

სავარაუდო შემადგენლობა:

„ლაციო“ (3-5-1-1): სტრაკოშა; ბასტოსი, დე ვრეი, რადუ; ბასტა, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი; ლუის ალბერტო; იმმობილე

„იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბენატია, ბარძალი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, დიბალა, მანჯუკიჩი

დღესვე, ნეაპოლში, კიდევ ერთი სუპერმატჩია: „ნაპოლი“ – „რომა“. ნეაპოლელები სკუდეტოსკენ ისეთი სისწრაფით მიდიან, მათ დამუხრუჭებას გვარიანი ოფლისღვრა და მონდომება დასჭირდება. თავის მხრივ, „რომა“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო მატჩებში საშინლად თამაშობს, დღეს უკან დასახევი გზა არ ექნება. პირველ წრეში „ნაპოლიმ“ გაილაღა და ლორენცო ინსინიეს გოლით მოუგო მეტოქეს. საერთოდაც, 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ ნეაპოლელებს სტუმრად თამაში ულხინთ და წაუგებლად თამაშობენ. მცირე პრობლემაა „სან პაოლოზე“ ასპარეზობა და ეს მიმდინარე სეზონშიც დამტკიცდა. მაგალითად, მაურიციო სარის გუნდმა აქამდე სტუმრად ერთხერთ შეხვედრაში დაკარგა ქულები, ხოლო სახლში სამჯერ ვერ მოიგო.

კამპანიელები უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდებიან დედაქალაქელებს. ერთადერთი მარეკ ჰამშიკის თამაში იყო საეჭვოა და ბოლო ინფორმაციით, კაპიტანი მოედანზე პირველივე წუთიდან გავა. „რომაც“ არ უჩივის პრობლემებს ამ მხრივ. მოკლედ, „სან პაოლოზე“ ბურთიცა და მოედანიც ორივე გუნდის ხელთ იქნება და აბა ვნახოთ, ვისი აჯობებს?!

სავარაუდო შემადგენლობები:

„ნაპოლი“ (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

„რომა“ (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; ჯენგიზ უნდერი, ჯეკო, პეროტი

საოცნებო ტური კვირას, დესერტით დაგვირგვინდება: დერბი დელა მადონინა, მილანური დერბი, „მილანი“ – „ინტერი“!

„ინტერმა“ პირველ წრეში ივარგა და მეტოქეს მაურო იკარდის შესანიშნავი თამაშით 3:2 მოუგო. არგენტინელი დღეს ხანგრძლივი იძულებითი უქმობის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება და მოკლედ, მთელი „ინტერი“ მის იმედზეა. ლუჩანო სპალეტის გუნდი პირველ წრეში იმდენად ფანტასტიკური იყო, სკუდეტოს რეალური პრედენტი გახლდათ და ახლა? ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად გამოთქვამს პრეტენზიას. თავის მხრივ, იგივე მიზანი აქვს „მილანსაც“ ეს ჯენარო გატუზოს დამსახურებაა, რომელმაც გუნდი დიდებულად აათამაშა და „როსონერის“ უკვე 13 თამაშია არ წაუგია. ამასობაში, პარალელურად იტალიის თასის ფინალშიც გავიდა.

თუ პირველ წრეში „ინტერი“ ფავორიტად მიიჩნეოდა, ახლა ასე არაა და სპეციალისტთა უმეტესობა ფსონს საერთოდაც „მილანზე“ ჩამოდის. ბუნებრივია, „როსონერი“ გადასარევ ფორმაშია, ხოლო „ნერაძური“ შეიძლება ითქვას, სულს ღაფავს და გამარჯვება ძალიან, ძალიან უძნელდება. გატუზოს ეფექტზე ეს ფაქტიც მეტყველებს: 2006 წლის შემდეგ „მილანს“ ზედიზედ 6 მატჩი მშრალად არ ჩაუტარებია და ამის გაკეთება ახლა მოახერხა. გუნდები უმნიშვნელოვანეს მატჩს სერიოზული დანაკლისის გარეშე ხვდებიან.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში დერბი დელა მადონინა მესამედ გაიმართება. ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაზე მოგახსენეთ და, მეორე დაპირისპირება დეკემბერში, იტალიის თასზე შედგა. მაშინ, „მილანმა“ დამატებით დროში პატრიკ კუტრონეს გოლით მოიგო და სწორედ ამ შეხვედრით დაიწყო წაუგებელი სერია, რომელიც დღემდე გრძელდება. ხოლო „ინტერზე“ პირიქით იმოქმედა, მას შემდეგ გამარჯვებას დანატრებულია.

სავარაუდო შემადგენლობები:

„მილანი“ (4-3-3): დონარუმა, კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი; კესიე, ბილია, ბონავენტურა; სუსო, კუტრონე, ჩალჰანოღლუ

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; კანსელო, შკრინიარი, მირანდა, დ’ამბროზიო; ვესინო, გალიარდინი; კარამო, კანდრევა, პერიშიჩი; იკარდი

მოკლედ, კალჩოში მაგარი ამბები გველოდება. ისღა დაგვრჩენია ვუყუროთ და ვისიამოვნოთ!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109677
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X