ფეხბურთი

21:47 | 2.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი ლაზარეთიდან ვერ გამოდის

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი გამოჯანრმთელებას ვერ ახერხებს. “ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, არგენტინელ ფორვარდს ტერფის ტრავმა ისევ აწუხებს.

ამ მიზეზით “პიპიტას” “ლაციოსთან” შაბათს გასამართი მატჩიც გაუცდება. თუმცა, საკითხავია, ითამაშებს თუ არა, 7 მარტს, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ალეგრისაც არ აქვს:

“იგუაინის ტერფი ისევ აწუხებს. არ ვიცი მოასწრებს თუ არა, გამოჯანმრთელებას “ტოტენჰემთან” შეხვედრისთვის. იქამდე დრო კიდევ არის და იმედია დაგვიბრუნდება”, - განაცხადა ალეგრიმ.

გონსალო იგუაინმა ტრავმა 18 თებერვალს “ტორინოსთან” მიიღო. პირველადი ინფორმაციით, მას 1 კვირა უნდა გასცდენოდა, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა. არგენტინელს ყველა ტურნირის ჩათვლით მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111934