ფეხბურთი

16:31 | 2.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლას გათვლა - დონარუმამ "მილანი" უნდა დატოვოს, ბალოტელი 100 მილიონი ღირს

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა ჩვეულ ფორმაშია. მაგალითად, მინო მიიჩნევს, რომ ჯანლუიჯი დონარუმამ “მილანი” უნდა დატოვოს, ხოლო მარიო ბალოტელის 100 მილიონ ევროდ აფასებს. ამის შესახებ რაიოლამ იტალიურ ტელეარხ Rai-სთან საუბარში განაცხადა.

“ჯიჯომ გააკეთა არჩევანი და “მილანში” დარჩა, მე კი მას პატივს ვცემ. თუმცა, თუ მთხოვს, ახლავე დავიწყებ მუშაობას, რომ ახალი გუნდი მოვუძებნო და მნიშვნელოვანი წინადადებები გვაქვს კიდეც. მეტიც, ჩემი აზრით, დონარუმა “მილანიდან” აუცილებლად უნდა წავიდეს.

ბალოტელი? – მარიო მზადაა სამბლოში დასაბრუნებლად. ის მსოფლიოს ერთ-ერთი, ხოლო იტალიაში საუკეთესო თავდამსხმელია. ვფიქრობ, 100 მილიონი ევრო ღირს და ასეთი ფეხბურთელის უფასოდ დამატებას ბევრი გუნდი მოისურვებს. ამჟამად “იუვენტუსს”, “ინტერს”, “რომას” და “ნაპოლის” ვესაუბრებით. “მილანს” არა, რადგან იქ მირაბელია და მასთან ვერ ვილაპარაკებ, მისი დონის არ ვარ”, - განაცხადა რაიოლამ.

შეგახსენებთ, მარიო ბალოტელის “ნიცასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. რაც დონარუმას, მას “როსონერისთან” კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ მეორეს მხრივ, იტალიური მედია დარწმუნებულია, რომ ზაფხულში “მილანი” პეპე რეინასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. შესაძლოა, ეს დონარუმას წასვლასაც მოასწავებდეს.

0.115039