ფეხბურთი

16:35 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: ბათუმის "დინამო" თელავში დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის გათამაშება დაიწყო. სეზონი ორი მატჩით გაიხსნა: “შევარდენი” – “სამგურალი”, “თელავი” – “დინამო”.

თავდაპირველად გეტყვით, რომ “სამგურალს” “შევარდენის” ძლევა არ გასჭირვებია. წყალტუბოელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს მასპინძლებს, საუკეთესო გაბრიელ საღრიშვილი გახლდათ, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

აი, “თელავს” კი წარმატებული დებიუტი გამოუვიდა ეროვნულ ლიგა 2-ში. “გივი ჩოხელზე” მასპინძლებმა გათამაშების ფავორიტი ბათუმის “დინამო” დაამარცხეს და სეზონი ჩინებულად დაიწყეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი სწრაფი კონტრშეტევის შედეგად გავიდა, ხოლო შედეგიანი დარტყმა გიორგი ხარებაშვილმა შეასრულა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაუტანა სტუმართა კიპერს.

დანარჩენი სამი მატჩი ორ დღეზეა გადანაწილებული. 2 მარტს, “შუქურა” – “ნორჩი დინამო”, “ვიტ ჯორჯია” – “ცხინვალი”, ხოლო 3 მარტს, “მერანი” – “გაგრა” გაიმართება.

“შევარდენი” – “სამგურალი” 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 საღრიშვილი (3), 0:2 საღრიშვილი (66)

“თელავი” – “დინამო” (ბათუმი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ხარებაშვილი (51)

0.113086