ფეხბურთი

16:03 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "მე არ ვარ გურუ, მაგრამ ვსწავლობ და ვმუშაობ"

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო მიიჩნევს, რომ ის ტაქტიკის გურუ არაა, მაგრამ შრომობს და ეს უფასდება. ამის შესახებ "რინომ" "ლაციოსთან" იტალიის თასის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

“ლაციო” ის გუნდია, რომელიც საკუთარ მოედანზე გუნდებს 4-5 გოლს უტანს და ევროპაში საუკეთესო შეტევა ჰყავს, ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი გუნდია. ჩვენ მათი შეჩერება მოვახერხეთ.

მე არ ვარ ტაქტიკის გურუ, მაგრამ ბევრს ვმუშაობ და ვსწავლობ. სანამ “მილანის” მწვრთნელი გავხდებოდი 5 წელი ბევრს ვმუშაობდი. ჩემი მომავალი? – ჩემი სახლი აქ არის”, - განაცხადა გატუზომ.

შეგახსენებთ, “მილანი” იტალიის თასის ფინალში 9 მაისს, “იუვენტუსს” შეხვდება. “როსონერის” უკვე 13 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც მისთვის 2009 წლის მერე საუკეთესო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114864