ჭიდაობა

13:26 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა მოჭიდავეებმა შიდა კონკურენცია გაარკვიეს

27-28 თებერვალს, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ. ხალიჩები "ახალი თბილისის" სპორტულ კომპლექსში, ფრენბურთის არენაზე გაიშალა და სულ მედლების 13 კომპლექტი გათამაშდა.

თავისუფალ ჭიდაობაში, 10 წონითი კატეგორიიდან 3-ში საქართველოს ჩემპიონები სამტრედიელი სპორტსმენები გახდნენ. თითო ოქროს მედალს დაეუფლნენ: თბილისში მდებარე ოლიმპიური რეზერვების ცენტრის, აჭარის, ამბროლაურის, ხაშურის, გურჯაანის, მცხეთისა და ქუთაისის სკოლების წარმომადგენლები.

გოგონებში მედლების მხოლოდ 3 კომპლექტი გათამაშდა. 53 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველას ჭიათურელმა თამუნა სამხარაძემ აჯობა. 57 კილოგრამში - თამარ ხოჯაშვილმა. 60-ში კი საქართველოს ჩემპიონი თეონა ჯანდაგაშვილი გახდა.

ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

ახალგაზრდები

თბილისი

27-28 თებერვალი

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ

1 გოგა ძიგუა (სამტრედია)

2 გიორგი ღონიაშვილი (თბილისი)

3 გიორგი ნიშნიანიძე (ქუთაისი)

3 ბაჩუკი არველაძე (თბილისი)

61 კგ

1 რამაზ თურმანიძე (აჭარა)

2 გიორგი აფხაზავა (ლანჩხუთი)

3 თორნიკე ქათამაძე (აჭარა)

3 ამირან ვახტანგიშვილი (გორი)

65 კგ

1 გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური)

2 ცოტნე აბალაკი (გორი)

3 გია უგრელიძე (სამტრედია)

3 თედო ყველაშვილი (გორი)

70 კგ

1 ივერი ჯულაყიძე (სამტრედია)

2 ალეკო ლომიძე (ხაშური)

3 თემურ ბერიაშვილი (გორი)

3 მამუკა ჩაჩუა (თბილისი)

74 კგ

1 გოგა მამიაური (თბილისი - ორც)

2 ბესო ქალდანი (თბილისი)

3 ნიკა მათიაშვილი (თბილისი)

3 დანიელ მარქარაშვილი (კასპი)

79 კგ

1 თორნიკე კვინიკაძე (ხაშური)

2 ჯემალ ჯაბიძე (ქუთაისი)

3 ევსები შველიძე (ხარაგაული)

3 გიორგი ბრეგვაძე (გორი)

86 კგ

1 დემური მეგენეიშვილი (სამტრედია)

2 მირიან მაისურაძე (ონი)

3 დავით ქოჩქიანი (თბილისი)

3 სიმონ ოსკანიანი (ქარელი)

92 კგ

1 ბექა ნადაშვილი (გურჯაანი)

2 ბექა ჭელიძე (თბილისი)

3 აგილ მამადოღლი (გორი)

3 ლევან ლომთაძე (ამბროლაური)

97 კგ

1 ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა)

2 გივი გოგობერიშვილი (ამბროლაური)

3 ჯაბა მაისურაძე (თბილისი)

3 გიორგი არღვლიანი (თბილისი)

125 კგ

1 ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი)

2 ვასილ ხვისტანი (თბილისი)

3 თორნიკე ტყეშელაშვილი (ქუთაისი)

3 გიორგი შამათავა (თბილისი)

ქალთა ჭიდაობა

53 კგ

1 თამუნა სამხარაძე (ჭიათურა)

2 მარიამ კარელიძე (გორი)

3 აიშა ბადუროვა (თბილისი)

3 ნანუკა მახარობლიშვილი (მანავი)

57 კგ

1 თამარ ხოჯაშვილი (თბილისი)

2 ხატია მინდიაშვილი (საგარეჯო)

3 ფიქრია ლაბაძე (ჭიათურა)

3 ანა ტაკაშვილი (მანავი)

60 კგ

1 თეონა ჯანდაგაშვილი (თბილისი)

2 მაია ფანჩულიძე (თერჯოლა)

3 ქეთი ცქვიტიშვილი (გორი)

0.13268