ფეხბურთი

0:25 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნეიმარი ოპერაციას გაიკეთებს

“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი ოპერაციას გაიკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული გუნდი არ თანხმდებოდა ბრაზილიელისთვის ქირურგიულ ჩარევას, სხვა გამოსავალი აღარ დარჩა.

როგორც პსჟ-ს ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 25 წლის შემტევი ოპერაციას მიმდინარე კვირის ბოლოს გაიკეთებს:

“ნეიმარს კვირის დასასრულს ოპერაცია ბრაზილიაში დოქტორ როდრიგო ლასმარის ხელმძღვანელობით ჩაუტარდება. მასთან ერთად იქნება ჩვენი სამედიცინო შტაბის უფროსი, პროფესორი საილანი”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აქამდე პსჟ ნეიმარის ოპერაციის მომხრე არ იყო, რადგან ფრანგებს იმედი ჰქონდათ, რომ “რეალთან” საპასუხო შეხვედრაში ითამაშებდა. თუმცა, ფეხბურთელმა და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ სურვილი აისრულეს.

ნეიმარს ლაზარეთში ყოფნა დაახლოებით ორი თვე მოუწევს და მოედანზე აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დაბრუნდება.

თეგებინეიმარიპსჟ
0.121948