ფეხბურთი

23:55 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" აზარს ფანტასტიკურ კონტრაქტს სთავაზობს

ლონდონის “ჩელსი” ედენ აზარს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. Daily Mail-ის ინფორმაციით, “არისტოკრატებს” ბელგიელი შემტევის გასხვისება არ სურთ და მზად არიან გაუმჯობესებული პირობები შესთავაზონ.

თუ აზარი ახალ ხელშეკრულებას დასთახმდება, მაშინ სეზონში 16.5 მილიონ ევროს მიიღებს 2020 წლის ზაფხულამდე. აქამდე აზარი “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობდა და Mundo Deportivo-ს ცნობით, აღნიშნულ შეთავაზებასაც უარით გაისტუმრებს.

ბელგიელი ფეხბურთელის მომავალს ყველაზე ხშირად მადრიდის “რეალთან” აკავშირებენ და თავად აზარსაც "სამეფო კლუბში" სურს თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110121