ფეხბურთი

20:25 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: "მანჩესტერში" მსოფლიო დონის ერთადერთი ფეხბურთელია"

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელი გარი ნევილი აცხადებს, რომ “წითელი ეშმაკები” დღეს მსოფლიო კლასის ფეხბურთელების დეფიციტს განიცდიან.

ინგლისელი მცველის განცხადებით, ჟოზე მოურინიოს გუნდში ასეთი ერთადერთი ფეხბურთელია – დავიდ დე ხეა.

“მანჩესტერ იუნაიტედში” დე ხეა მსოფლიოს კლასის ერთადერთი ფეხბურთელია. შეიძლება ასევე ალექსის სანჩესის ხსენებაც, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა “მანჩესტერში” მის შესახებ საუბარი. ისე კი, ბოლო 5-6 წელი მართლაც მაღალ დონეზე ითამაშა. დე ხეას გარდა, ანტონიო ვალენსიას გამოვყოფდი, რომელიც ბოლო 2-3 წელი ფანტასტიკურად ირჯება”, - ციტირებს ნევილის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ გარი ნევილი "მანჩესტერის" შემადგენლობაში 1992-2011 წლებში თამაშობდა და გუნდის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112184