ფეხბურთი

12:03 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერინგემი: “ინგლისის ნაკრებს მსოფლიო დონის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავს”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ტედი შერინგემმა მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე ინგლისელთა შანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული გუნდისგან რუსეთში წარმატებულ გამოსვლას არ ელის.

“შეუძლია თუ არა ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობა? გულახდილად რომ ვთქვა - არა. გუნდს, რომელიც ამ ტურნირის მოგებას აპირებს, ყველაზე ცოტა 2-3 ფეხბურთელი მაინც უნდა ჰყავდეს მსოფლიო დონის. ინგლისის ნაკრებში კი ასეთი მხოლოდ ერთია - ჰარი კეინი. სხვა მოთამაშეები არც ისე ცუდები არიან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი კლუბში ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ხვდება და ეს ინგლისური ფეხბურთისთვის კატასტროფაა.

გარეთ საუთგეიტი მომწონს და ვაფასებ იმას, რის გაკეთებასაც ცდილობს, მაგრამ მას ასეთ სიტუაციაში უწევს მუშაობა.

მუნდიალზე ინგლისის ნაკრებს გაუჭირდება. ჩვენთვის იოლი არასდროს ყოფილა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების მოგება, საერთოდაც, დიდ ტურნირებზე ნაკრებს ყოველთვის უჭირს” - ციტირებს შერინგემის სიტყვებს Daily Mail-ი.

ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიასთან, ტუნისთან და პანამასთან მოუწევს დაპირისპირება.

0.114009