ფეხბურთი

10:45 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “ზოგჯერ ძნელია ფეხბურთს გაუგო”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 26-ე ტურში “ესპანიოლთან” განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდმა მეორე ტაიმში მისი თამაში ვერ იპოვა, თუმცა ამის მიუხედავად, წაგებას არ იმსახურებდა.

“პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ მომენტების გამოყენება ვერ შევძელით. შეხვედრის მეორე ნახევარში კი ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ. ზოგჯერ ძნელია ფეხბურთს გაუგო. წაგებას არ ვიმსახურებდით, ეს მტკივნეულია. ძალიან გვინდოდა მოგება, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. უფრო ცუდი კი ისაა, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავუშვით” - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Marca.

“რეალმა” ლა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მეხუთე მატჩი წააგო. ზიდანის გუნდი 51 ქულით სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “ბარსელონას”, რომელიც 26-ე ტურის მატჩს 1 მარტს “ლას პალმასთან” გამართავს, 14 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113802