ფეხბურთი

15:45 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავაროს გუნდმა ჩინეთის სუპერთასი მოიგო

ჩინეთის სუპერთასის გამარჯვებული “გუანჯოუ ევერგრანდი” გახდა. იტალიელი სპეციალისტის ფაბიო კანავაროს გაწვრთნილი გუნდი ფინალში “შანხაის” დაუპირისპირდა, რომელიც ჩინეთის თასის გამარჯვებული გახლდათ და მეტოქეს დიდი ანგარიშით 4:1 სძლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ “გუანჯოუ ევერგრანდის” დიდი ანგარიშით გამარჯვებას ნაკლებად ელოდნენ, რადგან მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც არიან ობაფემი მარტინსი, ფრედი გუარინი და ჯოვანი მორენო.

გოლები 1:0 ხუან ბობენი 26, 1:1 გუარინი 36, 2:1 ალანი 43, 3:1 ჟაო ლინი 65, 4:1 გულარტი 90+2.

Loading...
0.113476