ფეხბურთი

20:25 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი: "ბაიერნს" ზაფხულში მაღალი დონის მწვრთნელი ეყოლება"

მიუნხენის “ბაიერნს” ზაფხულში დიდი ალბათობით ახალი მწვრთნელი ეყოლება. როგორც ამჟამინდელმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, ყველაფერი კლუბის გადასაწყვეტია.

“მომავალში ყველაფერი კლუბის გადასაწყვეტია, სხვას ვერაფერს გეტყვით. ზაფხულში “ბაიერნს” მაღალი დონის მწვრთნელი ეყოლება”, - ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს Bild-ი.

შეგახსენებთ, რომ იუპ ჰაინკესმა “ბაიერნი” გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა და გუნდთან მოქმედი კონტრაქტი ივნისის ბოლომდე აკავშირებს. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა 72 წლის სპეციალისტი მიუნხენურ გუნდში დამდეგ სეზონშიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118595