ფეხბურთი

12:09 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” პრესსამსახური იტყობინება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, სტადიონზე ხელოვნური საფარის დემონტაჟი უკვე განახორციელა და მის ნაცვლად ბუნებრივ საფარს დააგებენ. რაიონის თვითმმარველობის ხელშეწყობით, დაგეგმილია დასავლეთ ტრიბუნის აშენება და არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” ეროვნული ლიგის საშინაო მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებს.

0.127518