ფეხბურთი

23:17 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

წლის კურიოზული გოლი გერმანიის II ბუნდესლიგაში (+VIDEO)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "დუისბურგმა" "ინგოლშტადტი" 2:1 დაამარცხა. ბუნებრივია ამ მოსაწყენი ინფორმაციით თავს არ შეგაწყენდით, მაგრამ სტუმრებმა ისეთი გოლი გაიტანეს, კარგა ხანს სალაპარაკო და სახუმარო თემა რომ იქნება.

"დუისბურგი" მეტოქეს 1:0 ამარცხებდა და გოლის გაშვების საფრთხეც არ ემუქრებოდა. სწორედ ასე ფიქრობდა მასპინძელთა კიპერი მარკ ფლეკენი, რომელმაც იფიქრა, რომ საქმე არ გამოუჩნდებოდა და კარში შევიდა, წყალს დავლევო, გავგრილდებიო...

ამასობაში "ინგოლშტადტის" შემტევმა შტეფან კუჩკემ მცველს აჯობა და სანამ მეტოქე მეკარე წყლის სმით იყო გართული, გოლი აუღელვებლად გაიტანა. ფაქტია, წლის კურიოზული გოლი გავიდა, რომლის მსგავსს ხშირად ნამდვილად ვერ ვნახავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12233