ფეხბურთი

12:15 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო მირაბელი: "არსენალის" გამო ვწუხვარ"

იტალიური “მილანის” სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ ევროპა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრა შეაფასა და “არსენალთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც გაირკვა, მირაბელი ლონდონურ გუნდთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩა:

“ვწუხვარ “არსენალის” გამო, რადგან გაცილებით შორს შეეძლო წასვლა. სერიოზულად თუ მივუდგებით, მაშინ ჩვენს შორის კარგი ფინალი იქნებოდა. წილისყრით კმაყოფილი ვარ, რადგან მოცემულ მომენტში ნამდვილად ჯობდა ისეთ მეტოქესთან თამაში, როგორიც “არსენალია”, - განაცხადა მირაბელიმ.

“მილანისა” და “არსენალის” მატჩები 8 და 15 მარტს გაიმართება. პირველ შეხვედრას “სან სირო” უმასპინძლებს, ხოლო საპასუხოს “ემირეითს სთედიუმი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112384