ფეხბურთი

21:16 | 23.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიჩი ბატშუაი "ატალანტას" რასიზმში ადანაშაულებს

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა მიჩი ბატშუაიმ ბერგამოს “ატალანტას” ქომაგები რასიზმში დაადანაშაულა. როგორვ ბელგიელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, 2018 წელს სტადიონებზე რასისტები ისევ დადიან. მთლიანობაში კი, მიჩის სტატუსი საკმაოდ ირონიული გახლდათ:

“2018 წელია და სტადიონებზე ისევ ისმის რასისტებისგან მაიმუნების პაროდია... ნამდვილად? იმედია, მოგეწონებათ ევროპა ლიგა ტელევიზორში, ჩვენ კი, შემდეგ ეტაპზე ვართ”, - დაწერა ბატშუაიმ.

შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდმა” ევროპა ლიგის 1/16 ფინალში “ატალანტა” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. ჯერ შინ 3:2 აჯობა ბოლო წუთზე გატანილი გოლით, ხოლო იტალიაში გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და გერმანელებმა მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გოლი 83-ე წუთზე გაიტანეს.

0.119483