ფეხბურთი

20:27 | 23.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი აგენტს დაშორდა და "ბაიერნსაც" დაშორდება

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ აგენტი შეიცვალა. პოლონელმა ფორვარდმა ცეზარი კუჩარსკისთან თანამშრომლობა 10 წლის შემდეგ გაწყვიტა, მიზეზად კი “ბაიერნის” დატოვების სურვილი სახელდება.

როგორც ცნობილი ხდება, ლევანდოვსკის ზაფხულში გუნდის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი, რადგან სურს, რომ ძალები უფრო კონკურენტუნარიან ჩემპიონატში მოსინჯოს, ვიდრე ბუნდესლიგაა.

ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ შესაძლოა პოლონელის ახალი აგენტი მინო რაიოლა გახდეს. რაც შეეხება სავარაუდო კლუბებს: ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “რეალი”. განსაკუთრებით რეალური სწორედ ესპანური კლუბის ვარიანტია, რომელიც სეზონის ბოლოს ქარიმ ბენზემას დაემშვიდობება.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი “ბაიერნში” 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხოლო იქამდე დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი გოლეადორი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119847