ფეხბურთი

16:22 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

„სიონის“ სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „სიონის“ პრესსამსახური იტყობინება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით იცვლება მოედნის საფარი, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე კი ბოლნისის მუნიციპალიტეტი ზრუნავს.

სარემონტო სამუშაოების დასრულება აგვისტოსთვის იგეგმება, მანამდე კი „სიონი“ საშინაო მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისურმა კლუბმა გასულ სეზონში ეროვნული ლიგა 2-ში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ პლეი ოფში ბათუმის „დინამოს“ აჯობა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144478