სხვა

14:46 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტესა ვირჩუსა და სკოტ მოირის კანადურმა წყვილმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში ტესა ვირჩუსა და სკოტ მოირის კანადურმა წყვილმა სპორტულ ცეკვებში მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში დაგროვილი 206,07 ქულით მსოფლიოს რეკორდი დაამაყარა. რეკორდული აღმოჩნდა კანადელთა დუეტის მიერ ოლიმპიადებზე მოპოვებული მედლებიც. ვანკუვერის ოქროს, სოჭის ორი ვერცხლის, პიონჩანგში გუნდურში და ახლა უკვე სპორტულ ცეკვებში მოპოვებული უმაღლესი სინჯის მედლებით კანადელები ოლიმპიადების ისტორიაში სპორტის ამ სახეობის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენები გახდნენ.

„განსაკუთრებული მომენტი იყო. ძლიერი დასკვნითი ჯგუფი გვყავდა. დიდი წნეხი იყო, მაგრამ ჩვენი ასპარეზობით ბედნიერები ვართ", - ამბობს ვირჩუ.

საინტერესოა ისიც, რომ ვირჩუსა და მოირის სარეკორდო და საჩემპიონო ასპარეზობას წინ უძღოდა ოლიმპიადის დებიუტანტი ფრანგების - გაბრიელა პაპადაკისისა და გიომ სიზერნის მიერ თავისუფალში (123,35) და შემდგომ უკვე ორივე პროგრამის ჯამში (205,28) დამყარებული თავიანთივე მსოფლიო რეკორდების გაუმჯობესება. ფრანგები საბოლოოდ ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.

ფიგურულ სრიალში ტესა ვირჩუსა და სკოტ მოირის ამ მიღწევამდე სამი ოქროს მედალი მოპოვებული ჰქონდათ შვედ ილის გრაფსტრიომს, ნორვეგიელ სონია ჰენის და ყოფილი სსრკ წარმომადგენელს ირინა როდნინას, ხოლო ჯილდოთა საერთო რაოდენობით გამოირჩეოდნენ გრაფსტრიომი და რუსი ევგენი პლუშენკო,რომლებმაც ოთხ-ოთხ მედალს მოუყარეს თავი.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115846