თამაშგარე

13:31 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილასის ცოლი სამსახურმა დაღალა

ლეგენდარული ესპანელი გოლკიპერის, იკერ კასილასის მეუღლე, სარა კარბონერო როგორც იცით ამჟამად მოქმედი და ესპანეთში კარგად ცნობილი ტელეჟურნალისტია, რომელიც რა გასაკვირია, რომ სპორტული პროფილით მუშაობს და სპორტის მრავალ სახეობაშიც ძალიან კარგად ერკვევა.

სარა კარბონეროს სახელი ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი, სანამ იკერზე გათხოვდებოდა და სარა მუდამ იძახდა, რომ თავისი საქმე ფანატიკურად უყვარდა. თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანი ბოლოს მაინც ყველაფერით იღლება და ამ ჩვენს ქალბატონ კარბონეროსაც ალბათ ასე მოუვიდა.

რამდენიმე დღის წინ, იკერ კასილასის მეუღლემ განაცხადა, რომ გადაწყვიტა ცოტა ხნით საერთოდ დაანებოს თავი აქტიურ ჟურნალისტიკას და ყველაფრისგან დაისვენოს. სარას თქმით, იგი უბრალოდ დაღალა ჰიპერაქტიურმა ცხოვრების წესმა და არც იმ ასაკშია, რომ მუდმივად მუშაობა სიამოვნებდეს. ასე რომ, აწი ჩვენს იკერს ცოლთან ყოფნისათვის მეტი დრო დარჩება და სიამტკბილობა თქვენ მერე უნდა ნახოთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130564