ფეხბურთი

12:47 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “ბარსელონასთან” შეცდომის დაშვება არ შეიძლება”

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ შეხვედრაში “ჩელსი” შინ “ბარსელონას” დაუზავდა (1:1). მატჩის შემდეგ “არისტოკრატთა” დამრიგებელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა.

“საუკეთესო მატჩის ჩატარებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა შეცდომა დავუშვით, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. გუნდთან, სადაც მესი და ინიესტა თამაშობენ, შეცდომის უფლება არ გაქვს. ჩემი მოთამაშეებით ძალიან ამაყი ვარ, ისინი ჩემს გეგმას ზედმიწევნით ასრულებდნენ. აუცილებელია მომდევნო შეხვედრისთვის სათანადოდ მოვემზადოთ”- განაცხადა კონტემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121501