ჩოგბურთი

21:30 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას და ძალამიძეს დუეტი წინ მიიწევს

Hungarian Ladies Open-ზე ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა რუსეთის სახელით მოასპარეზე ნათელა ძალამიძესთან ერთად წყვილთა თანრიგში ასპარეზობს და 1/8-ფინალური ბარიერი წარმატებით გაიარეს. კალაშნიკოვა-ძალამიძის დუეტმა ჩინურ-სლოვენიურ წყვილს ქსინიუნ ჰანსა და დალილა იაკუპოვიჩს 2:6, 6:1, 10:6 აჯობეს. მეოთხედფინალში ქართვველების მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ შარშან აღნიშნული ტურნირი კალაშნიკოვას ტაივანელ სუ-ვეი ჰსიემთან ერთად აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147044