ფეხბურთი

16:27 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი: "ბარსელონას" დამარცხება შეგვიძლია"

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” დამარცხება შესაძლებელია. ბელგიელი ფეხბურთელის განცხადებით, მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ “ჩელსი” ინგლისის ჩემპიონია და შეუძლია მეოთხედფინალში გავიდეს.

“ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ევროპაში კონკურენცია უფრო დიდია. “ბარსელონა” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და იმედი მაქვს, რომ “ჩელსი” საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს.

ჩვენ თავი უნდა დავიცვათ ერთიანად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭრდება. “ბარსას” უყვარს, როდესაც ბურთს ფლობს. ფანტასტიკურია, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს, მესისა და რონალდუს გადარებენ, მაგრამ მე განსხვავებული ვარ თანაც ძალიან. ისინი პლანეტაზე საუკეთესოები არიან, მე კი ვცდილობ, რომ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატო.

ჩვენ “ჩელსი” ვართ, ინგლისის ჩემპიონი და მზად ვართ. თუ მოვინდომებთ, “ბარსელონას” დამარცხება შეგვიძლია. თუ გვინდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, აუცილებლად მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ. “ჩელსის” “ბარსასთან” თამაში ისტორიულად არ უძნელდებოდა და იმედია, ახლაც ისტორია განმეორდება”, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსისა” და “ბარსელონას” მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120304