ფეხბურთი

10:52 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვანტალიანის დებიუტი პოლონურ ექსტრაკლასაში

პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა კვანტალიანის დებიუტი შედგა. “ტერმალიცას” 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა “გორნიკთან” სტუმრად (0:3) წაგებულ შეხვედრაში ითამაშა.

კვანტალიანი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა მაცეი ბარტოშეკმა მე-60 წუთზე ჩართო თამაშში. იმ დროისთვის ქართველის გუნდი 0:2 აგებდა და მატჩის ბოლოს მესამე გოლიც გაუშვა.

“ტერმალიცა” 23 ტურის შემდეგ 21 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. რაც შეეხება ნიკა კვანტალიანს – პოლონურ გუნდს იანვარში ბათუმის “დინამოდან” შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115315