ფეხბურთი

14:18 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დროგბას შვილი მამის ნაკვალევზე

ლეგენდარული კოტ დივუარელი ფეხბურთელის, დიდიე დროგბას შვილი, ისააკი ამიერიდან “გენგამის” ღირსებას დაიცავს. ფრანგული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 17 წლის ისააკ დროგბა 19-წლამდელთა გუნდის რიგებში ჩაირიცხა.

საინტერესოა, რომ თავის დროზე დიდი დროგბაც “გენგამში” თამაშობდა და 34 მატჩში 17 გოლიც გაიტანა. სწორედ ამ გუნდიდან მოხვდა დიდიე მარსელის “ოლიმპიკში”, საიდანაც უკვე ლონდონის “ჩელსიში” აღმოჩნდა. ისააკ დროგბა კი, სწორედ “ჩელსის” აკადემიის აღზრდილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111536