ფეხბურთი

22:25 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ დე ბური: "ინტერში" კაზინო და სრული ქაოსია"

ჰოლანდიელი მწვრთნელი ფრანკ დე ბური ყოფილი გუნდის, მილანის “ინტერის” შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, “ნერაძურიში” სრული ქაოსი სუფევს და იქაურობა კაზინოს შეადარა.

“ინტერში” 7-8 ფეხბურთელია, რომელთაც ბლოკი აქვთ შექმნილი და სხვა ფეხბურთელები გუნდიდან მოწყვეტილები ჰყავთ. ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. იტალიაში სირთულეები მქონდა და არამარტო ენის ბარიერის გამო. ფეხბურთელებს არ ესმოდათ ჩემი გზავნილების და იდეების.

ასეთი რამ არასდროს მინახავს – ეს იყო კაზინო, ფეხბურთელები იმას აკეთებდნენ, რაც სურდათ. “აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელები უკეთესები არიან”, - განუცხადა დე ბურმა Ziggo Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ ფრანკ დე ბური “ინტერს” 2016 წლის ზაფხულიდან ნოემბრამდე წვრთნიდა და გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც იტალიის ჩემპიონატის 11 ტურში მხოლოდ 14 ქულა მოაპოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116377