ფეხბურთი

20:45 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "იმედია, მარსელოს ტრავმა სერიოზული არ იქნება"

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იმედოვნებს, რომ ბრაზილიელი მცველი მარსელო ლაზარეთში დიდ დროს არ გაატარებს.

“ვიმედოვნებ, მარსელო დიდი ხნით არ გამოგვაკლდა. ერთი შეხედვით მისი დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს და აღდგენით პროცესს დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს, მაგრამ მანამდე გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს და რამდენიმე დღე უნდა დაველოდოთ”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ მარსელომ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ბეტისთან” თამაშის დროს მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111875