თამაშგარე

13:03 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“პამპიტა“ არგენტინას რუსეთში გაყვება

გადაწყვეტილი ამბავია - არგენტინელი მოდელი, მეტსახელად “პამპიტა“, ამ ზაფხულს რუსეთში მიემგზავრება და “ვერცხლისქვეყნელებს“ ხმის ჩახლეჩვამდე და ბოლო ილაჯამდე უგულშემატკივრებს. არადა, ეს ასული ცოტა ხნის წინ, მისი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებზე ნაწყენი იყო - სამხრეთ ამერიკაშიც კი უჭირთ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებაო.

პამპიტას ნამდვილი სახელი და გვარი ანა კაროლინა ანდოჰანია და ეს ქალი განსაკუთრებით ცნობილი და პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც არგენტინელი ფეხბურთელის, მაქსი როდრიგესის გულისსწორი შეიქნა. ამის შემდეგ საკმაო დრომ გაიარა, მაგრამ მშვენიერი ანა აღარავის დავიწყებია.

თქვენც კარგად უწყით, რომ არგენტინა ნამდვილად არაა ერთადერთი ქვეყანა, რომლის მკვიდრი ლამაზმანებიც რუსეთში გასამართ მუნდიალზე საკუთარი ქვეყნის ნაკრების საქომაგოდ მიიჩქარიან. ასე რომ, მუნდიალი მხოლოდ საფეხბურთო ჯახებით არ იქნება მნიშვნელოვანი. ლამაზმანთა “ჯახებსაც“ არაერთხელ ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138026