ფეხბურთი

14:43 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატში დამყარებული რეკორდი გაიმეორა

კატალონიის "ბარსელონამ" ლა ლიგის 24-ე ტურში "ეიბარი" სტუმრად 2:0 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 31 მატჩი წაუგებლად დაასრულა, აღნიშნული მაჩვენებლით კი "ბლაუგრანამ" ტურნირზე დამყარებული რეკორდი გაიმეორა. აღნიშნული ინფორმაცია "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

2010/11 წლების სეზონში პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროს "ბარსელონამ" მესამედან 33-ე ტურის ჩათვლით დაუმარცხელბლად იასპარეზა, მოიგო რა 27 მატჩი და 4 ფრედ დაასრულა. გასულ სეზონში ლუის ენრიკეს ხელმძღვანეობის დროს "ბარსამ" ლა ლიგის ბოლო შვიდი მატჩი მოიგო, მიმდინარე სეზონში კი 19 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა.

ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი კი "სოსიედადს" ეკუთვნის. ბასკებმა 1978/79 წლების სეზონის ბოლო 6 შეხვედრა წაუგებლად ჩაასრულეს, მომდევნო სათამაშო წელს კი ზედიზედ 32 მატჩში არ წააგეს. "ბარსელონას" მომდევნო დაპირისპირება "ჟირონასთან" "კამპ ნოუზე" ელის და პირადი რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს. "სოსიედადის" მიღწევის გასაუმჯობესებლად კი "ბლაუგრანამ" "ჟირონას" გარდა "ლას პალმასთან", "ატლეტიკოსთან", "მალაგასთან", "ბილბაოსთან", "სევილიასთან", "ლეგანესსა" და "ვალენსიასთან" არ უნდა წააგოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108142