ისტორია

10:02 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

18 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1967 – დაიბადა რობერტო ბაჯო. იტალიის ნაკრების, "ვიჩენცას", “ფიორენტინას,” “იუვენტუსის,” “მილანის,” "ბოლონიას", “ინტერის,” “ბრეშას” ფლეიმეიკერი. იტალიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. UEFA-ს თასის მფლობელი. 1994 წლის მუნდიალის ფინალისტი. სერია A-ს 452 მატჩში 205 გოლი აქვს გატანილი. “სკუადრა აძურას” 56 შეხვედრაში გაიტანა 27 გოლი. FIFA-მ 1993 წელს დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ. იმავე წელს საუკეთესოდ აღიარეს ევროპაშიც.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1882 - ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიპოვა გამარჯვება. ბელფასტში მან ირლანდიის (ჩრდილოეთ ირლანდიად და ირლანდიად ეს ქვეყანა 1921 წელს გაიყო) ნაკრებს 13:0 სძლია.

1894 - შოტლანდიის თასის გათამაშების ფინალში, ერთმანეთს პირველად შეხვდნენ გლაზგოს გუნდები “რეინჯერსი” და “სელტიკი”. მატჩი “რეინჯერსმა” მოიგო.

1900 - ამსტერდამში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “აიაქსი”. “აიაქსი” მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მან ოთხჯერ გაიმარჯვა ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირში, ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში (შემდგომში ჩემპიონთა ლიგა) _ 1971, 1972, 1973, 1995. “აიაქსი” ფლობდა თასების მფლობელთა (1987) და UEFA-ს თასებს (1992). 1972 და 1995 წლებში დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს, 1972, 1973 და 1995 წლებში მოიპოვა ევროპის სუპერთასი. “აიაქსი” ჰოლანდიის 29-გზის ჩემპიონია და ქვეყნის თასს 15-ჯერ ფლობდა. ასპარეზობს “ამსტერდამ არენაზე,” რომელიც 51859 მაყურებელს იტევს. ზოგიერთი მონაცემით, “აიაქსი” 1900 წლის 18 მარტს დაარსდა.

1932 - ლეგენდარული ნორვეგიელი ციგურებით ფიგურულად მოსრიალე, სონია ჰენი ზედიზედ მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1945 - “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეტ ბასბი დაინიშნა.

1960 - აშშ-ის ქალაქ სკვო ველიში ზამთრის მერვე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა.

1983 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “ინდიანა პეისერზმა” წაგებებისაგან შემდგარი ზედიზედ 28 მატჩიანი სერიის პირველ შეხვედრაში მარცხი იწვნია.

1986 - თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, ლესელიძეში, ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ოლომოუცის საფეხბურთო კლუბ “სიგმასთან” 0:0 ითამაშა. “დინამო” ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: ბალაძე (მეშკოვი), ჩიხრაძე, ელოევი, ცვეიბა, ცომაია (რევიშვილი), გოგრიჭიანი, ჟორდანია, კაკილაშვილი, ფანცულაია, ჩელებაძე, შენგელია. მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი.

1987 - თბილსის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, ლესელიძეში, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის საფეხბურთო კლუბ “ვისლას” 2:0 მოუგო. გოლები გრიგოლ ცაავამ და ოთარ კორღალიძემ გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ცაავა, კუდინოვი (ბარათაშვილი), მალანია, კაკილაშვილი (ბიგვავა), სვანაძე, აფციაური, კორღალიძე (ჟორდანია), ჩელებაძე (გურული), რევიშვილი. მწვრთნელი: გერმან ზონინი.

1986 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “სან ანტონიო სპერზის” მოთამაშე ელვინ რობერტსონმა, ე. წ. ოთხმაგი დუბლი შეასრულა. მან 20 ქულას, 11 მოხსნა, 10 პასი და 10 ჩაჭრა მიუმატა.

1987 - ლონდონურ საფეხბურთო კლუბ “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ვეტერანმა მცველმა, ბილი ბონდსმა 41 წლის ასაკში, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

1991 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ედმონტონ ოილერზის” გოლკიპერმა, გრანტ ფიურმა, ნარკოტიკების მოხმარების გამო მისჯილი დისკვალიფიკაცია მოიხადა და პირველივე მატჩში, “ნიუ ჯერსი დევილზის” წინააღმდეგ თამაშისას, შაიბა არ გაუშვა (ედმონტონელებმა 4:0 მოიგეს).

1994 - ჰოლანდიელმა დან იენსენმა 1000 მეტრზე ციგურებით რბოლაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:12,43).

1998 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, კოლინ კემპბელი გაათავისუფლეს.

1999 - ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად კევინ კიგანი დაინიშნა.

1999 - 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, არგენტინელი ოსვალდო არდილესი ხორვატიის ზაგრების “კროაციას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

2004 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში რუმინეთთან 0:3 დამარცხდა. საქართველო: გვარამაძე, დარასელია, ქემოკლიძე, წერეთელი, ამისულაშვილი, გოგობერიშვილი, კორღალიძე, ნემსაძე (გაბიდაური), ქინქლაძე (შაშიაშვილი), კვირკველია (მელქაძე), ახალაია (სირაძე), იაშვილი (მაღრაძე). მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა.

2005 - სლოვენიის საკალათბურთო თასის გათამაშების მეოთხედფინალურ მატჩში, ვლადიმერ ბოისას “ოლიმპიამ” “ელექტრა” 70:64 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ლუბლიანელთა გუნდი ნახევარფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა “ლუბლიანას” 36 ქულა შესძინა.

2006 - ესპანური “ალავესის” მთავარ მწვრთნელად, არგენტინელი ფეხბურთის სპეციალისტი, მარიო ლუნა დაინიშნა. მან ამ პოსტზე, ხუან კარლოს ოლივი შეცვალა.

2006 - ტურინში გამართულ ზამთრის მე-20 ოლიმპიადაზე, რუსმა თხილამურებით მრბოლელებმა (ბარანოვა, მასოლკინა, კურკინა, ჩეპალოვა, მედვედევა, აბრუზოვა) ესტაფეტაში ოქროს მედლები დაისაკუთრეს. ასევე გაიმარჯვეს ნორვეგიელმა კიეტილ ანდრე აამოდტიმ (სამთო-სათხილამურო სპორტი, სუპერგიგანტი), ხორვატმა იანიცა კოსტელიჩმა (სამთო-სათხილამურო სპორტი, კომბინაცია), გერმანელმა კატი ვილჰელმმა (ბიატლონი, 10კმ, გამოდევნებით), ფრანგმა ვინსენ დეფრასნემ (ბიატლონი, 12,5 კმ, გამოდევნებით), ამერიკელმა შანი დევისმა (ციგურებით სრიალი, 1000 მ), ავსტრიელმა თომას მორგენშტერნმა (ტრამპლინიდან ხტომა), კორეელებმა _ მა სუნ-იუ ჟინმა და ჰუინ-სო ანიმ (შორტ-ტრეკი, 1500 მ).

2006 - გავრცელდა ინფორმაცია, არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო სიმეონეს მიერ, აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შესახებ.

2007 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ოლ სტარის” მორიგ მატჩში დასავლეთმა აღმოსავლეთს 153:132 მოუგო. შეხვედრა ნიუ ორლეანში ჩატარდა. კობი ბრაიანტი 32 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

2009 - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბარსელონას “კამპ ნოუს” ესტუმრა და კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას შეხვდა.

2009 - კომპანია “ვისოლმა” საფეხბურთო სკოლა “ავაზა” ხელმეორედ გახსნა და ამ საქმეს 900 ათასი ლარი მოახმარა.

2012 - ძიუდოში დიუსელდორფის გრან პრიზე ვალერი ლიპარტელიანმა (90 კგ) ოქროს მედალიმოიპოვა,ადამოქრუაშვილმა (100+) - ვერცხლის, ხოლო ბეთქილ შუკვანმა (60) ბრინჯაოს მედალიდაისაკუთრა.

2013 - ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ნბა-ს 2012-13 წლების სეზონის პირველმა ნახევრმა კულმინაციას მიაღწია. დასავლეთის ნაკრებმა საკუთარ ტერიტორიაზე აღმოსავლეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 143:138 დაამარცხა. კევინ გარნეტმა განაცხადა რომ იგი ბოლოჯერ მიიღებდა ასეთი რანგის მატჩებში მონაწილეობას. ლეგენდარული კალათბურთელისთვის ყველა ვარსკვლავთა მატჩი მის კარიერაში მე-15-ე გახლდათ.

2014 - ბელარუსმა ბიატლონისტმა დარია დომრაჩევამ სოჭში მას-სტარტზე პირველობა არავის დაუთმო და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მე-3 ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

დომრაჩევას ჯამურ აქტივში 4 ოლიმპიური მედალია (3 ოქროს-1 ბრინჯაო), მასზე ტიტულოვან ბიატლონისტ ქალად კი მხოლოდ გერმანელი კატი ვილჰელმი (3-3-2) რჩება.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი სპორტსმენი ქალებში პირველი გახდა, რომელმაც 3 გამარჯვება ერთ ოლიმპიურ თამაშებზე იზეიმა. ამასთან, დარიამ სამივე ოქრო პირად შეჯიბრში მოიპოვა, ვილჰელმის ერთი ჩემპიონობა კი ესტაფეტაზე მოდის.

ამ დღეს დაიბადნენ

1909 - მატი იარვინენი. ფინელი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში 1930 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1918 - ანიბალ რუის პასი. 1939-50 წლებში ურუგვაის ნაკრების მეკარე. 1950 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1942 წელს მოიგო კოპა ამერიკა. 9-ჯერ გახდა ურუგვაის ჩემპიონი.

1933 - ბობი რობსონი. ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” და ამ გუნდის შემადგენლობაში თბილისშიც უასპარეზია. წვრთნიდა ინგლისის ნაკრებს და ალბიონელთა მთავარი გუნდის დამრიგებლის რანგში, 1986 წელს ასევე ეწვია საქართველოს დედაქალაქს. ბობი რობსონს ინგლისის ნაკრებში ჩატარებული აქვს 20 მატჩი (2 გოლი). 1982-90 წლებში წვრთნიდა ინგლისის ნაკრებს. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისელები ნახევარფინალში გაიყვანა. სხვადასხვა კლუბების (“იფსვიჩი”, “ბარსელონა”, პსვ, “სპორტინგი”, “პორტუ”, “ნიუკასლი”) დამრიგებლობისას მოგებული აქვს უეფასა (“იფსვიჩი” 1981) და თასების (“ბარსელონა” 1997) თასები, ინგლისის თასი, პორტუგალიის სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი, ორ-ორჯერ ჰოლანდიისა და პორტუგალიის პირველობა. ბობი რობსონი 2009 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა.

1936 - იოჟეფ ვენგლოში. 1978-82, 1988-90 წლებში წვრთნიდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს. 1980 წელს გუნდი ევროპის პირველობის პრიზიორი გახადა. 1982 და 1990 წლებში ნაკრები გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ფეხბურთელობისას ორჯერ გახდა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი.

1937 - ჯეფ ფარელი. ამერიკელი მოცურავე. 1960 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

1947 - კარლუშ ლოპეში. პორტუგალიელი მძლეოსანი. მარათონულ გარბენში 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1956 - რიდიგერ აბრამჩიკი. გერმანიის ნაკრებისა და “შალკეს” ფორვარდი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მონაწილე. “შალკეს” რიგებში ჩაატარა 202 მატჩი, გაიტანა 44 გოლი.

1957 - მარიტა კოხი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანი. 400 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდსმენი.

1958 - პიტერ კილიბურანი. კენიელი მძლეოსანი. სტიპლჩეიზში 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1960 - ენდი მუგი. კანადის ჰოკეისტთა ნაკრების, “ედმონტონ ოილერზის,” “ბოსტონ ბრუინზის” გოლკიპერი. 1988 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.

1966 - დმიტრი კონიშევი. რუსი ველოსიპედისტი. მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. რუსეთის შვიდგზის ჩემპიონი.

1966 - კრის კინგი. კანადის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ტორონტო მეიფლ ლივზის” ფორვარდი.

1967 - კოლინ ჯექსონი. ინგლისელი მძლეოსანი. 100 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიოს რეკორდსმენი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1967 - დაიბადა რობერტო ბაჯო. იტალიის ნაკრების, "ვიჩენცას", “ფიორენტინას,” “იუვენტუსის,” “მილანის,” "ბოლონიას", “ინტერის,” “ბრეშას” ფლეიმეიკერი. იტალიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. UEFA-ს თასის მფლობელი. 1994 წლის მუნდიალის ფინალისტი. სერია A-ს 452 მატჩში 205 გოლი აქვს გატანილი. “სკუადრა აძურას” 56 შეხვედრაში გაიტანა 27 გოლი. FIFA-მ 1993 წელს დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ. იმავე წელს საუკეთესოდ აღიარეს ევროპაშიც.

1969 - ალექსანდრ მოგილნი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ვანკუვერ კანაკსის” ფორვარდი.

1972 - ლუბომირ რიბოვიჩი. სლოვაკეთის ჰოკეისტთა ნაკრების მოთამაშე.

1973 - კლოდ მაკელელე. საფრანგეთის ნაკრების, “ნანტის”, “მარსელის”, “სელტას”, მადრიდის “რეალის”, “ჩელსისა” და პსჟ-ს ნახევარმცველი. მოგებული აქვს ჩამპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი, ინგლისის პრემიერლიგა და ლიგის თასი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 72 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1973 - გიორგი ღუდუშაური. საქართველოს ნაკრების, თბილისის “ლოკომოტივის”, გერმანული “ზალმრორის”, მოსკოვის “ტორპედოს”, თბილისის “შევარდენის” ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი.

1974 - ევგენი კაფელნიკოვი. რუსი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს საფრანგეთისა და ავსტრალიის ღია პირველობები.

1975 - გარი ნევილი. ინგლისის საფეხბურთო ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი. “მანჩესტერის” კაპიტანი. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული (1999, 2008). ინგლისის მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. “მანჩესტერის” შემადგენლობაში ჩაატარა 387 შეხვედრა, გაიტანა 5 გოლი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 85 მატჩი.

1981 - ანდრეი კირილენკო. რუსეთის საკალათბურთო ნაკრებისა და “იუტა ჯაზის” ფორვარდი (206 სმ). ევროპის 2007 წლის ჩემპიონი.

1982 - კასპარ ციპრუსი. ლატვიის საკალათბურთო ნაკრების მეფარე.

ამ დღეს გარდაიცვალა

2013 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მფლობელი ჯერი ბასი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0.122774