ფეხბურთი

0:16 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა - ბრძოლა ევროთასებისთვის

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის შემდეგ საჩემპიონო რბოლაში, რომელიც კარგა ხანია პირობითია, სხვაობა გაიზარდა. “ბაიერნმა” მოიგო, ხოლო “ლაიფციგს” არ უთამაშია და შესაბამისად, უპირატესობაც თვალსაჩინო გახდა.

“რეკორდმაისტერმა” მორიგი მატჩი ვოლფსბურგში მოიგო, სადაც სხვათა შორის, ძალიან ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან. “მგლები” მალევე დაწინაურდნენ და თითქმის ერთი საათი იგებდნენ. ეს მანამ, სანამ სანდრო ვაგნერმა ძველ-ახალი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი არ გაიტანა. იუპ ჰაინკესის გუნდს მორიგი სამი ქულა ბოლო წუთზე რობერტ ლევანდოვსკის ზუსტმა პენალტმა მოუტანა. აქვე აღვნიშნოთ, რომ, როდესაც მიუნხენელები აგებდნენ, არიენ რობენმა ვერ შეძლო პენალტის გატანა. თუმცა, ამას მის გუნდზე ნეგატიურად არ უმოქმედია და “ბაიერნმა” ლიდერობა განიმტკიცა. მოკლედ, ჩემპიონის ვინაობა ნამდვილად ცნობილია.

აი, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საგზურებისთვის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. “ლევერკუზენმა” აუტსაიდერი და გასავარდნად გამზადებული “ჰამბურგი” მისსავე მოედანზე დაამარცხა და “ლაიფციგს” გაუტოლდა. შესაბამისად, “ფარმაცევეტებმა” მეორე ადგილზე აინაცვლეს. აი, რა ეშველება “ჰამბურგს” არავინ იცის. გუნდს ახალი მწვრთნელიც ვერ შველის, რომლის ხელში გუნდმა ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა.

წარუმატებელი სერია დაასრულა “შალკემ”, რომელმაც როგორც იქნა მოიგო. “ხუმარებმა” ამის გაკეთება საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმთან” მოახერხეს, რომელსაც ასევე აქვს ევროზონაში მოხვედრის პრეტენზია, მაგრამ იულიან ნაგელსმანის გუნდის ასეთი თამაშით შორს ვერ წავა. “შალკე” კი, ჩემპიონთა ლიგის ზონაში ჯერ ვერ შევიდა, მაგრამ ხელის ერთ გაწვდენაზე აქვს და თუ სტაბილურად ითამაშებს, საწადელს უცილობლივ მიაღწევს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა “ფრაიბურგმა”. “ფრაის” ნილს პეტერსენის გოლმა უშუალო კონკურენტი “ვერდერი” დაამარცხებინა და სახიფათო ზონას თავი დააღწიეს.

აი, ბოლოადგილოსანი “კიოლნი” შინ ამარცხებდა “ჰანოვერს”, მაგრამ მხოლოდ 7 წუთის განმავლობაში და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა. მართალია “თხები” მეორე წრეში გაცილებით უკეთ ირჯებიან, ვიდრე პირველში, მაგრამ ძნელი იქნება ასეთი შედეგებით ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება.

“კიოლნი” – “ჰანოვერი” 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ოსაკო (30), 1:1 ფოლკრუგი (37)

“ფრაიბურგი” – “ვერდერი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პეტერსენი (24, პენ)

“ჰამბურგი” – “ლევერკუზენი” 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბაილი (40), 0:2 ჰავერტცი (50), 1:2 ჰანი (70)

“ვოლფსბურგი” – “ბაიერნი” 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 დიდავი (8), 1:1 ვაგნერი (64), 1:2 ლევანდოვსკი (90, პენ)

“შალკე” – “ჰოფენჰაიმი” 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 კეჰრერი (11), 2:0 ემბოლო (28), 2:1 კრამარიჩი (78)

თეგებიბუნდესლიგა
ფრაიბურგი   2 - 0    აუგსბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ლევერკუზენი   3 - 2    ჰანოვერი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   1 - 4    შტუტგარტი

შემადგენლობა

მოვლენები

მაინცი   1 - 2    ვერდერი

შემადგენლობა

მოვლენები

ვოლფსბურგი   4 - 1    კიოლნი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰოფენჰაიმი   3 - 1    დორტმუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰამბურგი   2 - 1    გლადბახი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰერტა   2 - 6    ლაიპციგი

შემადგენლობა

მოვლენები

შალკე   1 - 0    აინტრახტი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.446143