ფეხბურთი

22:35 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი: "პსჟ-მ "რეალს" თამაშით აჯობა, რონალდუს კი გაუმართლა"

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი “რეალი” – “პარი სენ ჟერმენის” მატჩზე საუბრობს. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, ფრანგებმა მეტოქეზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს.

“რონალდუ ნეიმარზე მაღლა დგას? ვფიქრობ, ეს ცოტა ზედაპირული თემაა. ტელევიზიაში ექსპერტები თამაშის შეჯამებისას ხშირად გამარჯვებულზე საუბრობენ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ფრანგებს ძალიან კარგი ტაქტიკური გეგმა ჰქონდათ და 83 წუთი უკეთესადაც ითამაშეს. კრიშტიანუ რონალდუ კი ამ დონის მატჩებში თამაშის განსაკუთრებული უნარი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ზოგჯერ უმართლებს, რადგან გოლები გააქვს მუხლით, მუცლით და სხეულის სხვა ნაწილებით”, - ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს Le Figaro.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” “პარი სენ ჟერმენი” 3:1 დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.

0.112344