ფეხბურთი

17:19 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მატერაცი: “ზიდანი მიყვარს, რადგან მსოფლიო თასი მაჩუქა”

ვეტერანი იტალიელი მცველი მარკო მატერაცი გამოცემა Libero-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ზინედინ ზიდანი უყავრს. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ამის მიზეზიც დაასახელა.

ზიდანის სიყვარული - “ზიდანი არ მძულს, როგორც ბევრი ფიქრობს. პირიქით, მიყვარს, იმიტომ არა, რომ თავი ჩამარტყა, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატი მაჩუქა”.

იტალიის ნაკრები – “იტალიის ნაკრების მუნდიალს მიღმა დარჩენის გამო ძალიან უკმაყოფილო ვარ. ჯგუფში ესპანეთთან ყოფნა უიღბლობაა, მაგრამ, როდესაც შვედეთს ვერ ამარცხებ და გოლსაც ვერ უტან, ეს კატასტროფაა”.

მეგობრობა – “ფეხბურთში მეგობრობა რთულია, როდესაც ყოველ წელს თანაგუნდელებს იცვლი. მაგრამ კრისტიან კივუ და დეიან სტანკოვიჩი ჩემი მეგობრები არიან. მხოლოდ 2006 წლის მუნდიალი იყო გამონაკლისი, როდესაც ყველა ერთმანეთის მეგობრები ვიყავით”.

ცუდი მოგონება – “ყველაზე ცუდად 2002 წლის 5 მაისი მახსენდება. როდესაც ვფიქრობდით, რომ სხვა შედეგი იქნებოდა, მაგრამ მარცხი განვიცადეთ”.

“ინტერი” – “შკრინიარი ძალიან მომწონს. ის ყოველდღიურად იზრდება და ფიზიკურად ძლიერია, ძალიან სწრაფიცაა. ვფიქრობ, ჩემზე მაღალი დონის მცველია. იკარდი? – ჩემი აზრით, “ინტერის” გულშემატკივრებმა გოლებს უნდა უყურონ და არა მის პირად ცხოვრებას”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანსა და მარკო მატერაცის შორის მომხდარი ინციდენტი აქტუალობას დღემდე არ კარგავს. მაშინ, ფრანგმა იტალიელს მკერდში თავი უთავაზა და კარიერა წითელი ბარათით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115959