ფეხბურთი

13:53 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სტრასბურის" მწვრთნელის სტრატეგია - როგორ დაამარცხოს პსჟ

საფრანგეთის ლიგა 1-ში პსჟ “სტრასბურს” უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ტიერი ლორემ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ აპირებს პარიზული გუნდის დამარცხებას...

“არ ვფიქრობ, რომ პსჟ “რეალთან” მატჩის შემდეგ დაღლილი იქნება. მათ ჰყავთ ისეთი შემადგენლობა, რომ როტაციის გაკეთება შეუძლიათ. როგორ გავაჩეროთ პსჟ? – ჩვენ უკვე ვეძებთ ფულს რონალდუს, ისკოსა და მოდრიჩის შესაძენად”, - იხუმრა ლორემ.

პსჟ-სა და “სტრასბურის” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში "სტრასბურმა" უნაი ემერის გუნდი უკვე დაამარცხა (2:1).

0.112815