ფეხბურთი

14:38 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "არსენალის" გამო გრანდებს უარი არაერთხელ ვუთხარი"

ლონდონის “არსენალში” არსენ ვენგერის ბოლოდროინდელი მოღვაწეობით ბევრი უკმაყოფილოა. არაერთხელ იყო პროსტესტიც – WengerOut, თუმცა, ფრანგი დღემდე ინარჩუნებს დაკავებულ პოსტს.

მეტიც, როგორც ვენგერმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, “არსენალის” გამო ევროპულ გრანდებს უარი რამდენჯერმე განუცხადა.

“მე ყოველთვის პატივს ვცემდი ხელშეკრულების პირობებს. მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს უარი ვუთხარი, რადგან “არსენალთან” კონტრაქტს პატივს ვცემ. არავინ იცის მომავალში რა მოხდება, მაგრამ მე ამაზე არ ვფიქრობ და მხოლოდ მატჩიდან მატჩამდე ვარ კონცენტრირებული”, - აღნიშნა ვენგერმა.

შეგახსენებთ, არსენ ვენგერი “არსენალს” 1996 წლიდან ხელმძღვანელობს. “მეთოფეებთან” ფრანგს მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116716