ფეხბურთი

0:20 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა ტრანსფერებზე რეგულაციებს დააწესებს

ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფატინო სატრანსფერო ბაზარზე რეგულაციების შემოღებას გეგმავს. როგორც ინფატინომ ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა, აგენტები ყველაფერს აკონტროლებენ და ამიტომ, საჭიროა წესებში ცვლილებების შეტანა.

“ყველას შეუძლია ის გააკეთოს რაც სურს, მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ უნდა შემოვიღოთ რეგულაციები, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორუფცია, ქრთამის აღების ფაქტები და ფულის გათეთრება. გარდა ამისა, მჯერა, რომ აგენტებისთვის გადახდილი თანხები შემაშფოთებელია. ამჟამად არანაირი დადგენილი წესი არ არსებობს”, - ამბობს ინფატინო.

ფიფა-ს პრეზიდენტის მონაცემებთ, გასულ წელს სატრანსფერო პერიოდში 5.1 მილიარდი ევრო დაიხარჯა, რომელთაგანაც 400 მილიონი აგენტებმა მიიღეს.

“საჭიროა გარკვეული ზღვარის დაწესება. ისევე, როგორც კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ გადახდილ თანხაში”, - აღნიშავს ინფატინო.

ჯანის თქმით, გასულ ზაფხულს, ნეიმარისა და მბაპეს სანაცვლოდ გადახდილი თანხები უბრალოდ გიჟურია. ამასთან, ინფატინო აპირებს რეგულაციების დაწესებას გუნდებისგან ფეხბურთელების გასხვისებაზე. მაგალითად, იტალიური “უდინეზეს” საკუთრებაში ამჟამად 103 ფეხბურთელია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ჰყავს განათხოვრებული.

ფიფა-ს პრეზიდენტი გამოდის იდეით, რომელიც ზამთრის სატრანფერო ფანჯრის გაუქმებას ეხება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115622