ფეხბურთი

20:53 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდეში - ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი

მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი მანუელ ფერნანდეში გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გამოკითხული გულშემატკივრების 73%-მა მხარი პორტუგალიელს დაუჭირა.

ევროპა ლიგის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრაში "ნიცა" შინ რუსულ გუნდთან 2:3 დამარცხდა და ჰეთ-თრიკი ფერნანდეშმა შეასრულა. გამოკითხვაში მეორე ადგილზე "დორტმუნდის" თავდამსხმელი მიში ბატშუაი გავიდა (11%), ხოლო მესამეზე - "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი (6%).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11164