სხვა

19:30 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმმა ქუთაისთან სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა  

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 29-27 დაამარცხა ქუთაისი და 10 თამაშიდან 19 ქულით ლიდერობს. ქუთაისი 15 ქულით მეორეა, თუმცა, მას შეიძლება გადაასწროს ქვეყნის ჩემპიონმა თელავის იმედმა, რომელიც მეორე წრის პირველ სამ მატჩს 21-23 თებერვალს გამართავს.

ბათუმი-ქუთაისი, მთელი მატჩი: https://www.youtube.com/watch?v=EEu1cJWEngs

ლიდერთა მატჩი სპორტული დრამატურგიის თვალსაზრისით მწვავე გამოვიდა. ქუთაისი დასაწყისში ორი ბურთით წინ იყო, მაგრამ 2016 წლის ჩემპიონმა, ბათუმმა, პირველი ტაიმის ბოლო სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა - 16-13, მეორე ნახევრის დასაწყისში კი სხვაობა ხუთამდეც ავიდა 19-14.

ქუთაისმა ხანგრძლივი დევნა წამოიწყო. რუსტამოვმა 48-ე წუთზე სხვაობა ორამდე დაიყვანა (22-24), შემდეგ კი ქუთაისი თითქმის დაეწია კიდეც მეტოქეს (24-25), თუმცა, წივწივაძემ და ხაჟომიამ ზედიზედ გაიტანეს 2 გოლი - 27-24, ბათუმი იგებს და რჩება 7 წუთი.

ქუთაისელების პასუხი - რუსტამოვი, მერკვილაძე, გამზარდია - 27-27, რჩება სამ წუთზე ოდნავ მეტი, თუმცა, ეს მათი ბოლო გაბრძოლება იყო. დარჩენილ დროში სურმავამ, სტურუას პასის შემდეგ ჯერ შვიდმეტრიანი მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და სწრაფ გარღვევაში გაიქცა - ორივე ეს ეპიზოდი გოლად აქცია ირაკლი გოგოლაძემ და ბათუმმა 29-27 მოიგო.

დღის მეორე მატჩში წყალტუბომ ამ სეზონში მეორედაც დაამარცხა სამტრედია, 31-29, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ხუთი ბურთითაც აგებდა. საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება მაისში. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა. უახლოესი მატჩები გაიმართება თბილისში, სპორტკომპლექს არენაში. აქ 21-23 თებერვალს აღმოსავლეთის ოთხეული მე-8-10 ტურის შეხვედრებს გამართავს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

10 ტური, დასავლეთი. 16 თებერვალი, ზესტაფონი

სამტრედია-წყალტუბო 29-31

სამ: შველიძე - ძნელაძე 12, გაგუა 6, ხომერიკი 4, თევზაძე 3, ხონელიძე 3, ადამია 1, ხელისუფალი, მანაგაძე, ნადირაძე

წყ: სილაგაძე - ხელაძე 19, შვანგირაძე 4, ჯიმშელეიშვილი 4, მ. გველესიანი 3, მეტონიძე 1, გელა გველესიანი, გიორგი გველესიანი, კუხალაშვილი, კახაია

მსაჯები: ინა ჭკუასელი - ნიკოლოზ კევლიშვილი

ბსბ ბათუმი - ქუთაისი 29-27

ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე - თევზაძე 5, აბრამიშვილი 5, წივწივაძე 5, სტურუა 4, გოგოლაძე 4, სურმავა 3, ხაჟომია 2, ბერძენიშვილი 1, ყაველაშვილი, ქარდავა

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე - კბილაშვილი 7, გამზარდია 5, რუსტამოვი 5, მერკვილაძე 3, სიმონია 2, გოგალაძე 2, გრიშიკაშვილი 2, ფერაძე 1, კობახიძე, ჭელიძე, მათნაძე, ლომიძე

მსაჯები: ბენცე ასტალოზ, გაბორ ბარკანი (უნგ)

ტექნიკური დელეგატი: ლევან გელაშვილი

-------------------------თ---მ---ფ---წ------ბ-------ქ

BSB ბათუმი--------10—9—1—0--376-273--19

ქუთაისი------------10—7—1—2--358-275--15

იმედი თელავი-----7—6—0—1--223-199--12

პეგასი----------------7—4—0—3--262-228---8

გორი-----------------7—3—0—4--233-255---6

სტუ-ქარიშხალა----7—2—0—5--206-217---4

წყალტუბო---------10—2—0—8--299-391--4

სამტრედია---------10—0—0--10--252-371--0

8-10 ტური, აღმოსავლეთი. თბილისი, არენა 2

21 თებერვალი

14:00 იმედი თელავი - პეგასი

16:00 სტუ ქარიშხალა - გორი

22 თებერვალი

14:00 გორი - იმედი თელავი

16:00 პეგასი - სტუ ქარიშხალა

23 თებერვალი

14:00 პეგასი - გორი

16:00 იმედი თელავი - სტუ ქარიშხალა

6-9 მარტი: მეორე წრე, საერთო ტური, 11-14 მატჩები

21-23 მარტი: მესამე წრე, აღმოსავლეთი ტური, მე-15-17 მატჩები

28-30 მარტი: მესამე წრე, დასავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები

17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები

ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი

ყველა მატჩი

პირველი წრე. 1-4 ტური. არენა 2

27 ნოე. BSB ბათუმი - პეგასი 41-37, იმედი თელავი - სამტრედია 43-26,

სტუ-ქარიშხალა - წყალტუბო 41-26, ქუთაისი - გორი 44-35

28 ნოე. BSB ბათუმი - სტუ-ქარიშხალა 35-28, სამტრედია - გორი 22-33,

იმედი თელავი - ქუთაისი 24-20, პეგასი - წყალტუბო 42-27

29 ნოე. სტუ-ქარიშხალა - ქუთაისი 25-38, პეგასი - სამტრედია 37-21,

იმედი თელავი - BSB ბათუმი 14-28, წყალტუბო - გორი 36-41

30 ნოე. გორი - BSB ბათუმი 29-45, სამტრედია - სტუ-ქარიშხალა 21-27

წყალტუბო - იმედი თელავი 32-40, პეგასი - ქუთაისი 35-44

5-7 ტური. აღმოსავლეთი. არენა 2

12 დეკ. იმედი თელავი - პეგასი 34-32, სტუ-ქარიშხალა - გორი 27-31

13 დეკ. გორი - იმედი თელავი 33-39, პეგასი - სტუ-ქარიშხალა 37-30

14 დეკ. პეგასი - გორი 42-31, იმედი თელავი - სტუ/ქარიშხალა 29-28

5-7 ტური. დასავლეთი. ქუთაისის სპორტის სასახლე.

20 დეკ. ბსბ ბათუმი - სამტრედია 50-30, ქუთაისი - წყალტუბო 42-28

21 დეკ. წყალტუბო - ბსბ ბათუმი 34-45, ქუთაისი - სამტრედია 38-18

22 დეკ. სამტრედია- წყალტუბო 31-34, ბსბ ბათუმი - ქუთაისი 25-25

მეორე წრე. 8-10 ტური. დასავლეთი. ზესტაფონი

14 თებ. ბსბ ბათუმი - სამტრედია 39-25, ქუთაისი - წყალტუბო 41-27

15 თებ. წყალტუბო - ბსბ ბათუმი 24-39, სამტრედია - ქუთაისი 29-39

16 თებ. სამტრედია-წყალტუბო 29-31, ბსბ ბათუმი - ქუთაისი 29-27

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი ფედერაციის არხზე:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

0.158046