ფეხბურთი

22:14 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლუცერნის” მწვრთნელი: “გვილიამ გუნდს ელფერი შემატა”

“ლუცერნის” მწვრთნელმა ჟერარდო სუანმა ვაკო გვილია შეაქო. გვილიამ ჯერ 45 წუთი ითამაშა ახალ გუნდში, კერძოდ, “გრასჰოპერსთან” 2:1 მოგებულ თამაშში.

“როგორც ველოდი, ქართველი ფეხბურთელი კრეატიულია. მან ელფერი შემატა “ლუცერნს”. საკმაოდ კარგად დაიწყო. კომინუკაციის პრობლემა უკვე ნაკლებად აქვს. ინგლისური ენა იცის და ცოტა გერმანულსაც ახერხებს” – უთხრა მწვრთნელმა ლუცერნერ caitung-ს.

0.123693