ფეხბურთი

15:53 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირლო გამოსათხოვარ მატჩს ჩაატარებს

ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს. როგორც 38 წლის ნახევარმცველმა განაცხადა, შეხვედრა საქველმოქმედო ხასიათის იქნება. უშუალოდ მატჩში კი მონაწილეობას პირლოს მეგობრები და ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ.

“ეს განსაკუთრებული შესაძლებლობაა, გავაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს. მატჩი გაიმართება 21 მაისს, “სან სიროზე”. სტადიონზე, სადაც ბევრი მოგონება მაკავშირებს”, - თქვა ანდრეამ.

შეგახსენებთ, ანდრეა პირლოს პროფესიონალური კარიერა 1996-2017 წლებში ჰქონდა. თამაშობდა “ბრეშაში”, “რეჯინაში”, “ინტერში”, “მილანში”, “იუვენტუსსა” და “ნიუ-იორკ სიტიში”,

იტალიის ნაკრებთან ერთად კი, 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

0.11155