ავტოსპორტი

2:34 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

„უილიამსმა“ ახალი სეზონისთვის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ მანქანა მოამზადა

„უილიამსმა“ ახალი სარბოლო ავტომობილების წარდგენის ესტაფეტა „ჰაასისგან“ გადაიბარა. ბრიტანულმ გუნდმა FW41 გვიჩვენა, რომელიც წინამორბედთან შედარებით, საკმაოდ შეცვლილი ჩანს. როგორც ტექნიკურმა დირექტორმა პადი ლოუმ განაცხადა, მასთან ერთად, ეს ავტომობილი მისი და მთავარი აეროდინამიკოსის, დირკ დე ბეერის მიერ არის შემუშავებული.

ლოუ ამბობს, რომ ავტომობილს ბევრი სიახლე აქვს, რომელთა უმეტესობაც თვალისგან დაფარულია. თუმცა ის სრულიად ახალი აეროდინამიკური კონცეპციის შესაბამისად აიგო, რისგანაც გუნდი მნიშვნელოვან პროგრესს ელის.

ლოუს თქმით, ახალ სეზონში ყველა გუნდი შარშანდელი მანქანის ევოლუცური ვერსიით იასპარეზებს. თუმცა „უილიამსმა“ ძველი კონცეპციის რამდენიმე ელემენტზე უარი თქვა და განვიტარების ახალი მიმართულება აირჩია. მოხდა კონსტრუქციის და აეროდინამიკის ერთ მთლიანობაში გააზრება, რისი შედეგიც ოპტიმალური უნდა იყოს.

მთავარი სიახლე, ავტომობილის შეთანწყობაში განხორციელდა. ამის მთავარი მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ავტომობილი „მერსედესის“ ახალი აგრეგატით აღიჭურვა. გარდა ამისა, შემცირდა წონა, რაც მეტი ბალასტის გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს კი სხვადასხვა ტრასის მახასიათებლების შესაბამისად, ავტომობილის მომართვის გაადვილებას გამოიწვევს. ლოუ ფიქრობს, რომ ახალი ავტომობილი, წინამორბედზე გაცილებით კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.

გუნდს ახალი პილოტი ჰყავს - რუსი სერგეი სიროტკინი. ის ფელიპე მასას ცვლის და პარტნიორობას კანადელ ლანს სტროლს გაუწევს. სარეზერვო პილოტი კი გამოცდლი პოლონელი რობერტ კუბიცაა, რომელიც სამი ეტაპის თავისუფალ პრაქტიკებზე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112254