ავტოსპორტი

1:06 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ჰაასმა“ ახალი მანქანა პირველმა გვიჩვენა

„ჰაასი“ ფორმულა 1-ის გუნდბს შორის პირველია, რომელმაც თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, VF-18 გაგვაცნო. მისი წარდგენა ოფიციალურად არ ჩატარებულა. ამერიკულმა გუნდმა მხოლოდ ფოტოების გავრცელება იმყოფინა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ გარეგნულად ბევრი არაფერი შეცვლილა.

სიახლეა დამცავი კარკასი, ეგრეთ წოდებული „ჰალო“, რომლის დანიშნულებაც, კოკპიტში მყოფი პილოტის თავს დაცვაა. ეს რეგლამენტის მოთხოვნა და მსგავსი ელემენტი ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა. გარდა ამისა, ავტომობილს აღარ აქვს ეგრეთ წოდებული „ზვიგენის ფარფლი“, რომელიც ასევე რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად გაქრა.

ერთი შეხედვით, ეს უმნიშვნელო ცვლილებებია, თუმცა აეროდინამიკის ინჟინრებს, ავტომობილის აეროდინამიკური ბალანსის ოპტიმიზებისთვის, ბევრი შრომა დასჭირდათ. „ჰალოს“ დამატების გამო, ოდნავ მაღლა აიწია ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა. გაიზარდა მინიმალური წონა.

გასულ სეზონში, მანქანის მთავარი ნაკლი ცუდად გათვლილი აეროდინამიკა და ცუდი მართვადობა იყო. ახალი სეზონის წინ, ინჟინრებმა სწორედ ამ ორი ნაკლის გამოსწორებაზე იმუშავეს. გარდა ამისა, ბევრი შრომა დასჭირდა ავტომობილის შემსუბუქებას, რაც გუნდს მეტი ბალასტის გამოყენების საშუალებას მისცემს. ეს კი სხვადასხვა ტრასასთან შეგუებას გააადვილებს.

ახალი სეზონისთვის „ჰაასი“ მიზნად სტაბილურობას და ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირებას ისახავს. რეგლამენტის სტაბილურობა, შარშანდელი შასის დახვეწის საშუალებას იძლევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153381