ფეხბურთი

20:35 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელების ამხანაგური მატჩი დუშეთში

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის წარმომადგენელ, დუშეთის „არაგვთან“ ამხანაგური მატჩით დაასრულა.

გიორგი მიქაძემ თითო ტაიმში თითო შემადგენლობა ათამაშა, საბოლოოდ კი მატჩი 18-წლამდელების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. გოლები ინჯგიამ, გაბუნიამ და ოქროპირიძემ გაიტანეს.

პირველი ტაიმი: კონცელიძე, ხარშილაძე, შალამბერიძე, გაბელაია, არჩვაძე, გოგია, გულდედავა, ბერიაშვილი, ინჯგია, ოქროპირიძე, გაბუნია.

მეორე ტაიმი: ანდრიაძე, ჯაფარიძე, სირაძე, ბასარია, მაღრაძე, ქელდიშვილი, ხარშილაძე, ნანობაშვილი, ხორხელი, გოგობერიშვილი, შეყილაძე.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121238