ფეხბურთი

16:42 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინფატინო ბუფონს ფიფაში იწვევს

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფატინო ჯანლუიჯი ბუფონს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ უწყებაში სამუშაოდ იწვევს. მისი განცხადებით, თუ ჯიჯი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, მზადაა ფიფაში დაასაქმოს.

“ვწუხვარ, ვწუხვარ მსოფლიოს ჩემპიონატის გამო. თითქმის ვტიროდი. ფიფას პირველი იტალიელი პრეზიდენტი ვარ და მუნდიალზე იტალია არ იქნება. ვფიქრობ, ეს ყველასთვის სამწუხაროა, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც ასეთ ტურნირებზე ყოველთვის საუკეთესოა.

მინდოდა მსოფლიო თასი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბუფონისთვის გადამეცა. შეუძლია თუ არა იმუშაოს ფიფაში? – ვაპირებ შევხვდე მას და დავარწმუნო, რომ ჩვენთან მუშაობაზე თუ კარიერას დაასრულებს”, - განუცხადა ინფატინომ Gazzetta Dello Sport-ს.

შეგახსენებთ, ბუფონი კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებს. თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც შესაძლოა, იტალიელმა კარიერის გაგრძელება გადაწყვიტოს და ფეხბურთში ისევ დარჩეს.

იტალიის ნაკრები კი მსოფლიოს ჩემპიონატზე შვედეთთან პლეი-ოფში (0:1, 0:0) მარცხის შედეგად ვერ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113042